Sunday, July 15, 2018

ტრენინგის რეფლექსია

2018 წლის 27 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით ჩატარდა ტრენინგი:ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება.(ტრენინგის ხანგრძლივობა 32 სთ.) ტრენერი ინგა კახიანი.
ტრენინგის მიზანი იყო;ისტ-ის გამოყენებით,საინტერესო,მრავალფეროვანი აქტივობებით გამდიდრებული გაკვთილების დაგეგმვა და სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება.
ამ დროის განმავლობაში,ჩვენ შევისწავლეთ სხვადასხვა პროგრამებზე მუშაობა და მათი გამოყენება სასწავლო პროცესში.ეს პროგრამებია:ვორდი,ექსელი,პოვერ-პოინტი.პარალელურად ვეუფლებოდით ონლაინ საიტების გამოყენებასაც.
ამ ტრენინგის განმავლობაში ბევრი საინტერესო სიახლის მომსწრენი გავხდით, გავაცანით,ჩვენთვის აქამდე უცნობ,მარტივ საშუალებებს რესურსების,კომიქსების შესაქმნელად..
მნიშვნელოვანია ისიც ,რომ გავიცანით სხვადასხვა სკოლის პედეგოგები,ყოველდღიური მუშაობა საშუალებას გვაძლევდა მოგვესმინა,გვემსჯელა და დაგვეგეგმა ერთად კონკრეტული დავალებები,რამაც კიდევ უფრო საინტერესო გახადა ტრენინგი.
ვფიქრობ,ტრენინგზე მიღებულ გამოცდილებას ხშირად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში,დავგეგმავ გაკვეთილებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით,რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა  და მათ საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას.
ამ თვალსაზრისით,ტრენინგი ძალზედ ნაყოფიერი,საინტერესო და შედეგიანი აღმოჩნდა.მე

Wednesday, July 11, 2018

ტექნოლოგიების ტრენინგი


21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები[1]
სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები
შემოქმედებითობა და გამომგონებლობა
     მუშაობის ორიგინალობისა და გამომგონებლობის დემონსტრირება;
     ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება;
     ახალი და მრავალფეროვანი პერსპექტივებისთვის ღიაობა და მზაობა;
     შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა ინოვაციურ სფეროში, მასში ეფექტური და რეალური წვლილის შესატანად.


[1] წყარო: პარტნიორობა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებისთვის www.21stcenturyskills.org. მასალის გამოყენების უფლება მიღებულია.