სასწავლო პროექტი


სასწავლო  პროექტის გეგმა
1პროექტის სახელწოდება:  მათემატიკური სიდიდეები
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2წინადადებით: მათემატიკური სიდიდეების გამოყენება ყოფით ცხოვრებაში
3.პროექტის  აქტუალობა:  მონაცემების   შეგროვება  -სიდიდეები.
4.პროექტის მიზანი: 
მოსწავლეებმა  შეძლონ    სიდიდეების  შესწავლა .
  მოახდინონ  მიღებული    ცოდნის  ტრანსფერი  პრაქტიკაში.
5.მონაწილეთა ასაკი: მე-4 კლასი/დაწყებითისაფეხური}
6.ვადები ხანგრძლივობა: ერთი კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
პროექტით  სწავლების  გაკვეთილზე  გამოყენება  , მოსწავლეს  გაუადვილებს, კონკრეტულ  შემთხვევაში,  სიდიდეების  გაცნობას  და  მათ შორის  თანაფარდობის  დადგენას.  
ასწავლის სხვებთან  ადეკვატურ და  პროდუქტიულ  თანამშრომლობას; 
ინფორმაციის  კლასიფიკაციას  ,  ანალიზს  და  შერწყმას  პრობლემების    გადაჭრისა  და კითხვებზე  პასუხების  გასაცემად.
 საღი/ ჯანსაღი  მსჯელობა  და  აღქმა.
სხვადსხვა  სისტემებს  შორის   ურთიერთდამოკიდებულების   მიღება.
 მიზნობრივი   კითხვების   ფორმულირება   და  დასმა  სხვადსხვა    მოსაზრებების  გაცნობისა  და  უკეთესი  გადაწყვეტილებების  მისაღებად.
8.         პროექტისათვის საჭირო რესურსები:
პლაკატი,  ფერადი  ფურცლები,  A4 თაბახის  ფურცელი , სპიდომეტრი.
9.         პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
აქტ. 1. მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის იდეის გაცნობა;
აქტ. 2. მოსწავლეების მიერ ამ თემასთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო აქტუალური კითხვებისა და პრობლემების ჩამოყალიბება;
აქტ. 3. ორგანიზაციული საკითხები:
          ჯგუფების შექმნა;
          ფუნქციების განაწილება;
          კონკრეტული დავალებების მიცემა.
აქტ. 4. მუშაობის დაწყება:
მოსწავლეების  გაყვანა  ქუჩაში,   მოძრავ  რამოდენიმე  მანქანის სიჩქარეზე  დაკვირვება. კონკრეტულ  მანქანის  სიჩქარის  სპიდომეტრზე  დკვირვება.  გამოკითხვის ჩატარება  და    დაკვირვების  წარმოება თუ   ერთსა და  იმავე  მანძილს  რა  დროში   დაფარავს სხვადასხვა  სახის  ტრანსპორტი:  მსუბუქი  მანქანა,  სატვირთო  მანქანა, მიკროავტობუსი და ა. შ.
აქტ. 5. შესრულებული სამუშაოს შეჯამება, აუდიტორიისათვის გაცნობა:
აქტ. 6. პროექტის შეფსება:
დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება:
ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება;
პრეზენტაციის უნარი;
მსჯელობა;

10.       საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში: მატემატიკა, ბუნება.  გამოუმუშავდებათ დაკვირვების, ანალიზის ,ინტერპრეტაციის  უნარ-ჩვევები .
სტანდარტი  IV. 14.  მოსწავლეს  შეუძლია  თვისობრივ  და  რაოდენობრივ   მონაცემთა   ინტერპრეტაცია  და  ელემენტარული   ანალიზი.

11.       პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): დაწყებითების პედაგოგი  თამარ მარგველაშვილი
12.       ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tamunamargvelasvili12@gmail.com
13.       პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:   https://tamunamargvelashvili.blogspot.com/

No comments:

Post a Comment